ტურისტური ცხოვრება ბათუმში

ბათუმი ერთერთი ულამაზესი მხარეა საქართველოში.ის ზღვისპირა ქალაქია
და ერთერთი ყველაზე განვითარებული ტურისტული ზონაა.ქალაქს ძალიან ხშირად სტუმრობენ უცხოელები და ისინი აღფრთოვანებულები რჩებიან მისი ბუნებით,შენობებით სხვადასხვა კულტურული ძეგლებით.

ბათუმი შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად: ძველი ბათუმი და ახალი ბათუმი,ეს ორივე მხარე რაგიკალურად დანსხვავებულია ერთმანეთისგან,ძველ ბულვარში თქვენ წააწყდებით ძალიან საინტერესო და ძველებულ სახლებს,სხვადასხვა ნაგებობებს,რომლებიც ასწლეულებსაც კი მოიცავენ,ყველაფერი ძალიან ნაზი და მშვიდია,ხოლო ახალი ბათუმი უფრო მფეთქავია,სხვადასხვა კაზინოები თუ დისკოტეკები,გასართობი კლუბები და ევროპულ მასშტაბებზე აგებული შენობები.

განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ბათუმში ბუნებრივია ზაფხულშია,იმიტომ რომ ქალაქი ზღვისპირაა და სწორედ ამ დროს იყრის თავს სხვადასხვა ერის,ფერის თუ რელიგიის ადამიანი.ქალაქი ძალიან მრა
ვალფეროვანი ხდება და ძალიან ხალისიანი.

Continue reading

პიაცა

n5oljc1001042_10200189262549594_586968806_n

ბათუმის იტალიური პიაცა, რომელიც მდებარეობს პორტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში- ძველ ბათუმში, ახლად გარემონტებული, ევროპული სტილის საკმაოდ დიდი და ლამაზი კომპლექსია. პიაცა არის ბათუმის ერთერთი ყველაზე ლამაზი ადგილი,აქ ძალიან ხშირად ტარდება კონცერტები სხვადასხვა ცნობილი ადამიანების.

პიაცაზე არის ასევე სხვადასხვა სახის რესტორნები,ბარები,ასევე ფუნქციონირებს სასტუმრო სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ სეზონის ნებისმიერ დროს.

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალს ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე.აქ აღირიცხება 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობის მცენარე. Continue reading

წიგნის სახლი

ადგილი სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ და ასევე ადგილზე წაიკითხოთ სხვადასხვა სახის ლიტერატურა

1017486_10200159258679516_489235185_n

შერატონი

შავი ზღვის რეგიონში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. სასტრუმროში არის 203 ოთახი.

სასტუმროში არის ასევე სპორტული და გამაჯანსაღებელი დარბაზები,რომლებიც შეგიძლია გამოიყენოთ ისე,რომ არ იყოთ სასტუმროს დამსვენებელი,სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედი მთელი ქალაქის მასშტაბით.

29313_1293831901210_982036_n

1011560_10200408320785913_115860130_n Continue reading

26 მაისის პარკი

26 მაისის პარკი,ეს არის ერთერთი ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი ბულვარის შემდეგ. პარკის შუაგულში არის “ნურიგელის” ტბა,რომლის ფართობია 0.10კმ2. ტბის ირგვლივ არის გაშენებული სხვადასხვა მცენარეები და ყვავილები. პარკს აქვს რამდენიმე შესასვლელი,მაგრამ მისი ცენტრალური შესასვლელი არის ახლანდელი მ.აბაშიძის მხრიდან.

Continue reading

ბულვარი

ბათუმის ბულვარი არის ერთერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მთელს ქალაქში.

ბულვარის გაშენება ხდებოდა დაახლოებით 1881 წლიდან. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დღესდღეისობით მისი სიგრძე დაახლოებით 7 კილომეტრს აღწევს.

Continue reading

ბათუმის საბაგირო

xedebi (22)10151658_10200995591205695_670124042_n

 

ბათუმის საბაგირო გზა ქალაქს,ფერიის მთასთან აკავშირებს. მოძრაობს 8 გონდოლა,2600 მეტრის სიგრძეზე. საბაგირო საათში დაახლოებით 500 ადამიანს ემსახურება. საბაგირო მუშაობს 12:00 იდან 24:00 საათამდე.

გონდოლებიდან იშლება ულამაზესი ხედი,რომელიც მოიცავს მთელს ქალაქს. ეს არის ქალაქის დათვალიერების ერთერთი უმარტივესი ფორმა, და მისი ღირებულებაა: 3 ლარი.

 

 

ბათუმი

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ბლოგის შესახებ,ასევე დაწერეთ შენიშვნები,რა მოგეწონათ და რა არ მოგეწეონათ.

 

აუცილებლად გავითვალისწინებ!

დიდი მადლობა